Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეული ყველა ზომით დაიცავს კესონის ინდუსტრიულ ზონაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოებას


სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ განიხილავს შესაძლებლობას, მათ შორის „შესაძლო სამხედრო მოქმედებას“, რათა უზრუნველყოს მისი იმ მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე არსებულ ორმხრივად მართულ კესონის ინდუსტრიულ ზონაში იმყოფებიან. როგორც სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი კიმ კვან ჯინი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ოთხშაბათს აკრძალა დაშვება კესონის ინდუსტრიულ პარკში, დაიწყო საგანგებო გეგმის მომზადება გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის. სამხრეთ კორეის გაერთიანების საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მუშები დაბრუნდებიან სამხრეთ კორეაში, თუმცა უკან ინდუსტრიულ ზონაში ვეღარ გადავლენ. კესონში 800-ზე მტი სამხრეთ კორეელი მუშა იმყოფება. გაერთიანების მინისტრის თქმით, როგორც ჩანს, ბევრმა სამხრეთ კორეელმა საკუთარი ნებით გადაწყვიტა კესონში დარჩენა, რათა მათ ბიზნესებს არ შეხვდეს შეფერხება. ჩრდილოეთ კორეის მიერ გადადგმული, დაძაბულობის გამომწვევი ამ მორიგი ნაბიჯის ფონია ფხენიანის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ სამხრეთ კორეასთან „საომარ მდგომარეობაში“ შედის.
XS
SM
MD
LG