Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა ფარაჰის პროვინციაში მძლავრი აფეთქება მოაწყვეს


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ექსტრემისტებმა დასავლეთ ავღანეთის ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობის სიახლოვეს აფეთქება მოაწყვეს. აფეთქებას, რომელიც ოთხშაბათს ირანის საზღვართან ახლომდებარე ფარაჰის პროვინციაში მოხდა, მეყსეულად მოჰყვა ორმხრივი სროლაც მეამბოხეებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის. როგორც რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური იუწყება, აფეთქება მოაწყო ხუთმა ტერორისტმა, რომლებსაც თვითმკვლელის ჟილეტები ეცვათ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით აფეთქების შედეგად დაზიანდა არეალში განლაგებული ბევრი სამთავრობო შენობა, მათ შორის გუბერნატორის რეზიდენცია და ადგილობრივი ბანკი. მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG