Accessibility links

აზერბაიჯანს ახალგაზრდა აქტივისტების დაშინებაში ადანაშაულებენ


საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს დააშინოს და გააჩუმოს ახალგაზრდა აქტივისტთა ჯგუფის წევრები. ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, HRW-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი, რეიჩელ დენბერი ყურადღებას ამახვილებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ნიდას“ წევრების ამასწინანდელ დაპატიმრებაზე და მათ სასამართლო პროცესზე. ამ ორგანიზაციის მმართველი საბჭოს შვიდივე წევრს აზერბაიჯანის პროკურატურამ იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო გზით შეძენისა და შენახვის ბრალდება წაუყენა.
XS
SM
MD
LG