Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი დაუბრუნდა მეორე მოსმენით განხილვის რეჟიმს


საერთო სასამართლოების და მისგან გამომდინარე კანონების შესაცვლელად იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი მეორე მოსმენით განხილვის რეჟიმს დაუბრუნდა. შესაბამისი დადგენილება დღეს 76 ხმით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცებიდან ამ კვირის დასაწყისამდე უმცირესობასთან მიმდინარეობდა გარკვეული კონსულტაციები, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ხმალაძის თქმით, მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა პროექტი მაქსიმალურად დაუახლოვოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მესამედან მეორე მოსმენისთვის დაბრუნებას.
XS
SM
MD
LG