Accessibility links

logo-print

ინგუშეთში სპეცდანიშნულების ძალების ოფიცერი დაიღუპა


ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ნაწილის მეთაურის მოადგილე და კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაიჭრნენ სამშაბათს, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად. ინცინდენტი სოფელ გალაშკის ახლოს ტყეში დამალული ექსტრემისტების დაჯგუფების ძებნის ოპერაციის დროს მოხდა. სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცერი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG