Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღის კრემლში პრეზიდენტის რეზიდენციის თავზე ევროკავშირის დროშა პირველად აღიმართა


ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციის თავზე პირველად აღიმართა ევროკავშირის დროში. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა მიიღო, რითაც გააუქმა მისი წინამორბედის, მკაცრ ევროსკეპტიკოსად ცნობილი ვაცლავ კლაუსის მიერ გამოცემული აკრძალვა. ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირში 2004 წელს, სხვა 9 სახელმწიფოსთან ერთად გაწევრიანდა, თუმცა, მაშინდელმა პრეზიდენტმა კლაუსმა უარი თქვა პრაღის კრემლზე ევროკავშირის დროშის აღმართვაზე. ოთხშაბათს დროშის აღმართვის ცერემონიას პრაღაში ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუც დაესწრო. ცერემონიაზე გამოჩნდა რამდენიმე ათეული დემონსტრანტიც, რომლებიც სკანდირებდნენ „სირცხვილი“ და „ბაროზუ, წადი სახლში“.
XS
SM
MD
LG