Accessibility links

logo-print

აშშ-ი ყველაზე მასობრივი ანტინარკოტიკული ოპერაცია ჩატარდა


ოთხშაბათს აშშ-ის ხელისუფლებამ კონექტიკუტის სამხრეთ-აღმოსავლეთში, როგორც თავად უწოდებენ, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ყველაზე მასიური დაჭერების სერია განახორციელა. „აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს გამომძიებლები, ჩვენი ფედერალური და ადგილობრივი შტატის სამართალდამცველებთან ერთად, კონექტიკუტის სამხრეთ-აღმოსავლეთში ახორციელებენ მრავალრიცხოვან ჩხრეკასა და დაპატიმრებას ფედერალური და შტატის ხელისუფლების მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე“, - განაცხადა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს წარმომადგენელმა როს ფაინშტაინმა. ოფიციალური ინფორმაციით, დაპატიმრებები ჰეროინისა და კოკაინის უკანონო მოვაჭრეთა მასშტაბური ქსელის გამოვლენას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG