Accessibility links

logo-print

ავღანეთში თალიბანის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი სულ მცირე 53-მდე გაიზარდა


ავღანეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, სულ მცირე 53 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა ქვეყნის დასავლეთში, თალიბანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ფარაჰის პროვინციის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, თალიბანს და სამართალდამცავებს შორის სროლა შვიდი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სროლას წინ უძღოდა ირანის საზღვართან ახლოს, ქალაქ ფარაჰში, სასამართლოს შენობის წინ თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ განხორციელებული აფეთქება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის მოადგილემ, ნაჯიბ დანიშმა სააგენტო „ფრანს პრესს“ აცნობა, რომ დაღუპულებს შორის 34 სამოქალაქო პირი, ექვსი სამხედრო და ოთხი პოლიციელია. დაჭრილია 90-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. ამასთან, მისი თქმით, მოკლულია თალიბანის ცხრა მებრძოლი. როგორც იუწყებიან, თავდასხმის დროს თალიბანის 13 წევრის სასამართლო მიმდინარეობდა, თუმცა პატიმრებმა გაქცევა ვერ შესძლეს.
XS
SM
MD
LG