Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა კიდევ ერთხელ აფრთხილებს აშშ-ს


ჩრდილოეთი კორეის არმია ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ ფხენიანის არმიას მიცემული აქვს უფლება წამოიწყოს ”დაუნდობელი შეტევა”, ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინებით. ეს გაფრთხილება ხუთშაბათს დილის გაავრცელა ჩრდილოეთი კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ. ჩრდილოეთი კორეის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არმია უფლებამოსილია დაუპირისპირდეს აშშ-ის აგრესიას ”მძლავრი, პრაქტიკული სამხედრო მოქმედებით”. ჩრდილოეთი კორეის ეს გაფრთხილება მოჰყვა პენტაგონის განცხადებას წყნარ ოკეანეში კუნძულ გუამზე ანტისარაკეტო სისტემის განთავსების განზრახვის შესახებ. ოთხშაბათს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა ფხენიანის ბოლოდროინდელი რიტორიკა შეაფასა როგორც რეალური, აშკარა საფრთხე აშშ-ისა და მისი აზია-წყნარი ოკეანის მოკავშირეებისთვის.
XS
SM
MD
LG