Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელელმა სამხედროებმა ორი პალესტინელი ახალგაზრდა მოკლეს


ისრაელელმა სამხედროებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ორი პალესტინელი ახალგაზრდა მოკლეს. დაპირისპირება სამხედროებსა და დემონსტრანტებს შორის ოთხშაბათს დაიწყო. პალესტინელებმა სამშაბათს ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრის გარდაცვალება გააპროტესტეს. ხუთშაბათს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მისმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნა პალესტინელთა ჯგუფს, რომელიც ტულკარმთან არსებულ სამხედრო საგუშაგოს ”მოლოტოვის კოქტეილებს” უშენდა. შედეგად ორი პალესტინელი მოზარდი დაიღუპა. ოთხშაბათს ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა გასული წლის ნოემბრის შემდეგ პირველად განახორციელეს ღაზის სექტორის საჰაერო დაბომბვა. ისრაელის არმია აცხადებს, რომ მისი მოქმედება იყო პასუხი სამშაბათს ისლამისტური დაჯგუფების მიერ გახსნილ ცეცხლზე. ოთხშაბათს დაჯგუფებამ კიდევ ორი ჭურვი ესროლა ისრაელის სამხედროების მიმართულებით და განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი პატიმარ აბუ ჰამდეიას სიკვდილზე.
XS
SM
MD
LG