Accessibility links

logo-print

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა


ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" უმრავლესობა დაკარგა. ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსის" თანახმად, საკრებულოს ადმინისტრაციულ სამსახურს ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" ხუთმა დეპუტატმა მიმართა. მათ შორის, ფრაქცია დატოვა საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილმა და ფრაქციის თავმჯდომარე კახაბერ ნემსიწვერიძემ. როგორ ნემსიწვერიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ნაციონალურ მოძრაობაში" საკუთარი თავი ამოწურა და ეცდება, საკრებულოში მუშაობა სხვა ფორმით გააგრძელოს. თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობას ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ცვლილებებზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG