Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეა ვაშინგტონს „ბირთვული თავდასხმით“ ემუქრება


ჩრდილოეთ კორეის სამხედრო უწყება ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ მზად არის განახორციელოს ამერიკელთა მიმართ „დაუნდობელი თავდასხმა“, შესაძლოა ბირთვული არსენალის გამოყენებითაც. ხუთშაბათს გაკეთებული ამ შინაარსის მუქარა, ბოლოა იმ ციკლიდან, რაც ფხენიანმა აშშ-ისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გააკეთა. ჩრდილოეთ კორეის მედიით გავრცელებული ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო ძალებს მიეცათ უფლება აშშ-ის აგრესიას „ძლევამოსილი და პრაქტიკული სამხედრო კონტრქმედება დაუპირისპირონ.“ აღნიშნული განცხადება მოჰყვა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, რომ აშშ-ის წყნარი ოკეანის რეგიონის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, გუამის ბაზაზე ანტისარაკეტო სისტემებს განალაგებს.
XS
SM
MD
LG