Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მუშაობა ოპოზიციის გარეშე დაიწყო


უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში „ვერხოვნა რადაში“, საპარლამენტო სესიის მუშაობა ოპოზიციური ფრაქციების გარეშე განახლდა. სხდომათა დარბაზში მხოლოდ მმართველი „რეგიონთა“ პარტიის და უკრაინის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინ იძულებულნი გახდნენ შეკრებილიყვნენ სხვა დარბაზში, მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა ფრაქციებმა კვლავ დაიკავეს პრეზიდიუმი. პარლამენტის დარბაზის პერმანენტულ ბოიკოტირებაში უკრაინის დემოკრატიული რეფორმების ალიანსი, პარტიების „ბატკივშჩინის“ და „თავისუფლების“ დეპუტატები მონაწილეობენ. „ბატკივშჩინის“ ფრაქციის ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ოპოზიცია კიევის მერის არჩევნების ივნისში გადატანას, საპენსიო რეფორმის პროგრამის გაუქმებასა და მთავრობის გადადგომას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG