Accessibility links

logo-print

დიცის მოსახლეობა აპროტესტებს ინდოეთის მოქალაქეების მიერ 140 ჰექტარი მიწის შეძენას


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ დიცში ინდოეთის მოქალაქეების მიერ 140 ჰექტარი მიწის შეძენას აპროტესტებენ. დიცის მოსახლეობა, რომელმაც მიწის მფლობელთა წარმომადგენლებს დღეს მუშაობის საშუალება არ მისცა, აცხადებს, რომ 2012 წელს მიწის ფარულად გაყიდვის შესახებ მხოლოდ გუშინ შეიტყვეს. დიცის მცხოვრებნი ამბობენ, რომ მიწის ეს ფართობი 2008 წლის ომის დროს სიცოცხლის ფასად დაიცვეს და მის დათმობას არ აპირებენ. ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ მიწა დარღვევებით გაიყიდა და საქმის გამოძიების თხოვნით პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს.
XS
SM
MD
LG