Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ ოდიშარიას თქმით, რაბათის თაობაზე პრეზიდენტის შეფასებები ნაჩქარევია


საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჯგუფი ახალციხეში იმყოფება და რაბათის ციხის შესახებ მოსაზრებებს საზოგადოებას ხვალ გააცნობს. მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის შეფასებები, რომ ახალი მთავრობა რაბათს ანადგურებს, ნაჩქარევი და ზედმეტად პოლიტიზებული იყო. სპეციალისტების მონაწილეობით ხვალ კულტურის სამინისტროში დაგეგმილია მრგვალი მაგიდა, რომელზეც მიწვეულია ვანო მერაბიშვილიც.
XS
SM
MD
LG