Accessibility links

logo-print

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ


საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიასთან აქციაზე შეიკრიბნენ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები. მათი განცხადებით, რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ბიძინა ივანიშვილის ინფორმირება არ ხდება და შესაბამისად, პრემიერი პრობლემებზე არ რეაგირებს. აქციის მონაწილეთა განცხადებითვე, არჩევნების შემდეგ ახალქალაქის და ნინოწმინდის მოსახლეობა ”არაადამიანური წნეხისგან” გათავისუფლდა, თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებაში კვლავ ძველი კადრები არიან და ცენტრალური მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს არ ახორციელებენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ ჯავახეთში სეპარატიზმის არანაირი საფრთხე არ არსებობს და მის გაღვივებას ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ცდილობენ. ახალქალაქის და ნინოწმინდის მცხოვრებთ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეხვდა სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც აქციის მონაწილეებს 15 აპრილს რეგიონში ჩასვლას და არსებული პრობლემების ადგილზე განხილვას დაპირდა.
XS
SM
MD
LG