Accessibility links

დახმარების სანაცვლოდ პაკისტანისაგან საგადასახადო რეფორმას მოითხოვენ


ბრიტანელმა კანონმდებლებმა მოუწოდეს მთავრობას, რომ არ გაუზარდოს დახმარება პაკისტანს, ვიდრე ისლამაბადი მის მდიდარ მოქალაქეებს უფრო მეტ გადასახადებს არ გადაახდევინებს. ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს, რომ ორჯერ გაზარდოს დახმარების მოცულობა პაკისტანისათვის, რაც 2014-2015 წლებში 675 მილიონ დოლარს მიაღწევს და პაკისტანს ბრიტანული დახმარების ყველაზე დიდ მომხმარებელს გახდის. ბრიტანელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ პაკისტანში არსებული კორუფციის გამო დახმარება ხშირად არ აღწევს ღარიბ პაკისტანელებამდე.
XS
SM
MD
LG