Accessibility links

logo-print

აშშ-მა ჯილდო დააწესა ჯოზეფ კონის შეპყრობისთვის


აშშ-მა ხუთი მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისათვის, რომელიც უგანდის მეამბოხეთა ლიდერის, ჯოზეფ კონის შეპყრობაში დაეხმარება. ვაშინგტონის განცხადება ოთხშაბათს მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც უგანდის ხელისუფლებამ შეწყვიტა კონის მოძიება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ძალაუფლება ხელთ იგდეს ექსტრემისტებმა. თავად უგანდაში კონის სარდლობით მოქმედი მეამბოხეების ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად 2000 ჯარისკაცია გადასროლილი. მათ დაახლოებით 100 ამერიკელი სამხედრო უწევს დახმარებას. წინააღმდეგობის მეამბოხეთა არმიას ბრალად ედება ორი ათეული წლის განმავლობაში ბავშვების გატაცება და დასახიჩრება ცენტრალური აფრიკის ოთხ სახელმწიფოში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა ჯოზეფ კონიზე, რომელსაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სამხედრო დანაშაულობებში ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG