Accessibility links

ირანს ურანის დამდირების უფლების აღიარებას მოითხოვს


ბირთვულ მოლაპარაკებაში ირანის წარმომადგენელმა, საიდ ჯალალიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნებმა უნდა აღიარონ ისლამური რესპუბლიკის უფლება, გაამდიდროს ურანი, რათა მოხდეს გარღვევა თეირანის ბირთვული სადავო პროგრამის გარშემო მოლაპარაკებებზე. ჯალალიმ ეს განაცხადა ყაზახეთში, ალმა-ათაში, სადაც ხვალ დაიწყება ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, ასევე გერმანიას შორის, მოლაპარაკება, რომელიც ორ დღეს გასტანს. დასავლეთის ქვეყნებს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG