Accessibility links

გამოქვეყნდა საიდუმლო საბანკო ანგარიშების დეტალები


საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოკვლევამ გამოავლინა იმ 130 ათასამდე მეანაბრის ვინაობა მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებიც ფულს ოფშორულ საბანკო ანგარიშებზე ინახავენ. მონაცემები ხუთშაბათს გამოაქვეყნა ვაშინგტონში მოქმედმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა, რომელშიც 60-მდე ქვეყნის რეპორტიორები არიან გაერთიანებული. იმ პირთა შორის, ვინც ოფშორული საბანკო ანგარიშებით სარგებლობს, არიან რუსეთის ვიცე-პრემიერის, იგორ შუვალოვის ცოლი, აზერბაიჯანის პრეზიდეტი, ილჰამ ალიევი, მისი ცოლი და ორი ქალიშვილი. ინტერნეტით გავრცელებული მასალა დაახლოებით ორმილინიონნახევარ საიდუმლო დოკუმენტს მოიცავს. საიდუმლო ანგარიშების მფლობელები ამ გზით თავს არიდებენ გადასახადების გადახდას.
XS
SM
MD
LG