Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელია საავადმყოფოში რჩება


აჭარის შს სამმართველოს უფროსი ვალერი თელია საავადმყოფოში კიდევ 2-3 დღე დარჩება. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ხელვაჩაურის კლინიკა "მედინას" ხელმძღვანელმა, ჯუმბერ უნგიაძემ განუცხადა. მან თქვა, რომ თელია უკვე კარგად არის, თუმცა მკურნალობის კურსის დასრულებამდე, რასაც 2-3 დღე კიდევ სჭირდება, მას არ გაწერენ. ვალერიან თელია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დღის წინ მივიდა. ექიმების ინფორმაციით, მას დაუდგინდა კონვერსიული აშლილობა, გაიარა ნერვოპათოლოგის კონსულტაცია, რის შემდეგაც საკუთარი სურვილით სამკურანლოდ კლინიკა "მედინაში" გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG