Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიდუმლო დოკუმენტებში ივანიშვილის გვარიც ფიგურირებს


საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) მიერ მოპოვებულ საიდუმლო დოკუმენტებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გვარიც ფიგურირებს. ვაშინგტონში მოქმედი ჟურნალისტური ჯგუფის მონაცემებით, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „ბოშერსტონ ოვერსიზ კორპორეიშნი“, რომელიც აგენტის მეშვეობით პანამაში საქმიანობს, ივანიშვილთან არის დაკავშირებული. ICIJ-ს თანახმად, 2006-2009 წლებში ივანიშვილი ხსენებული კომპანიის დირექტორად ირიცხებოდა. ხუთშაბათს საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია იმ 130 ათასამდე მეანაბრის ვინაობა მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებიც ფულს ოფშორულ საბანკო ანგარიშებზე ინახავენ. იმ პირთა შორის, ვინც ოფშორული საბანკო ანგარიშებით სარგებლობს, არიან რუსეთის ვიცე-პრემიერის, იგორ შუვალოვის ცოლი, აზერბაიჯანის პრეზიდეტი, ილჰამ ალიევი, მისი ცოლი და ორი ქალიშვილი.
XS
SM
MD
LG