Accessibility links

logo-print

ალექსეი ნავალნის რუსეთის პრეზიდენტობა აქვს გადაწყვეტილი


რუსეთის ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის ქვეყნის პრეზიდენტობა აქვს გადაწყვეტილი. ამის შესახებ მან 4 აპრილს საღამოს განაცხადა ტელეარხ „დოჟდის“ პროგრამაში. თავისი გადაწყვეტილება მან ახსნა სურვილით, რუსეთის მოქალაქეთა ცხოვრება გახადოს „ნორმალური“, ევროპის ქვეყნების მსგავსი. ცნობილმა ბლოგერმა დაადასტურა, რომ მიუხედავად მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებისა, ის არ აპირებს რუსეთის დატოვებას და მომავალში შეცდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ. ნავალნის დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და ლეგალიზაციაში ედება ბრალი. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან არის კავშირში.
XS
SM
MD
LG