Accessibility links

logo-print

საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან თავის დაწვა სცადა პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას მამამ


საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან თავის დაწვა სცადა პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას მამამ. თამაზ კვარაცხელიას თვითმკვლელობის საშუალება არ მისცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. თამაზ კვარაცხელია აცხადებს, რომ მისი ვაჟი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, რადგან უმძიმესი დაავადება, ტვინის კიბო აქვს. ადვოკატმა ნათია სირაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ყაჩაღობისა და ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის 2011 წელს დაკავებულ პაპუნა კვარაცხელიას მე-8 საპყრობილეში წამების შედეგად განუვითარდა ტვინის კიბო, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს ქმნიდა, თუმცა, ექსპერტმა დასკვნაში არ მიუთითა, რომ პატიმრის მდგომარეობა უმძიმესია. ადვოკატის თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრმა არ მიმართა შესაბამის ზომებს დაავადებული პატიმრის გასათავისუფლებლად. თავის მხრივ, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე აცხადებს, რომ პაპუნა კვარაცხელიასთვის სასჯელის გადავადების მითხოვნით ადვოკატის ნაცვლად სამინისტრომ მიმართა სასამართლოს, რომელმაც თხოვნა არ დააკმაყოფილა. გიორგაძის განმარტებით, ამჟამად პატიმრის გათავისუფლების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალებაა. გიგა გიორგაძემ, რომელიც დღეს პატიმრის მამას შეხვდა, ჟურნალისტებს აცნობა, რომ პაპუნა კვარაცხელიას სჭირდება ურთულესი ოპერაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დააფინანსებს.
XS
SM
MD
LG