Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის უზენაესი სასამართლო ყოფილ პრეზიდენტს გაასამართლებს


პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ თანხმობა განაცხადა, განიხილოს სახელმწიფო ღალატის საქმე ყოფილი პრეზიდენტის ფერვეზ მუშარაფის წინააღმდეგ. მოსმენები დაიწყება ორშაბათს. 24 მარტს ნებაყოფლობითი ემიგრაციიდან დაბრუნებული მუშარაფის წინააღმდეგ სარჩელი იურისტთა ჯგუფმა შეიტანა. ისინი მას ადანაშაულებენ, რომ ორჯერ დაარღვია კონსტიტუცია. ერთხელ, როცა მთავარი კანონის მოქმედება შეწყდა და სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოვიდა მუშარაფი, მეორედ კი, როცა მან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დააწესა. მუშარაფს სხვა ბრალდებებიც აქვს წაყენებული, სხვათა შორის ის ეჭვმიტანილია ყოფილ პრემიერ ბენაზირ ბჰუტოზე თავსხმაში მონაწილეობაში.
XS
SM
MD
LG