Accessibility links

logo-print

რომის პაპმა მისი ეკლესიაში სექსუალური სკანდალები საჯაროდ შეაფასა


რომის პაპმა, ფრანცისკემ, განაცხადა, რომ აუცილებელია „გადამწყვეტი ზომების“ მიღება, რათა ამოიძირკვოს სასულიერო პირების მხრიდან არასრულწლოვანების მიმართ სქესობრივი ძალადობა. ამის შესახებ ვატიკანს მმართველმა პარასკევს განაცხადა მთავარეპისკოპოს გერჰარდ ლუდვიგ მიულერთან, რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის პრეფექტთან, რომელსაც მორალის საკითხები ეხება, შეხვედრის დროს. პაპის აზრით, ასეთ დანაშაულში შემჩნეულები უნდა დაისაჯონ. ეს იყო ფრანცისკეს მიერ გამოთქმული პირველი საჯარო შეფასება სქესობრივი ძალადობის თაობაზე ეკლესიაში.
XS
SM
MD
LG