Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალმა-ათაში გრძელდება მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ამთავრებენ ალმა-ათაში მიმდინარე ორდღიან მოლაპარაკებებს თეირანის ბირთვული კრიზისის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით რაიმე შედეგის მიღწევის თაობაზე ინფორმაცია არ არის. შაბათს, მოლაპარაკების დაწყებამდე ირანის წარმომადგენელი ცალკე შეხვდა რუსეთის და ჩინეთის დელეგაციებს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ამ ორმხრივ შედეგებს „ნაყოფიერი“ უწოდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მოლაპარაკებებზე ირანის მთავარ წარმომადგენელს, საეედ ჯალილის ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონიც ესაუბრა ცალკე გამართულ შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG