Accessibility links

logo-print

ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანი ჩავიდა


ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანი. გენერალი მარტინ დემპსი, რომელიც გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს, შეხვედრებს გამართავს აშშ-ის და მოკავშირე ქვეყნების სამხედროებთან და ავღანეთის ოფიციალურ პირებთან. მთავარ საკითხებს შორის, რომლებსაც ამ შეხვედრებზე განიხილავენ, იქნება მიმდინარე და მომავალ წლებში ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების პროფესიონალიზმის გაუმჯობესება. პრეზიდენტ ბარაკ ობამას არ უთქვამს რა ზომის კონტინგენტს შეინარჩუნებს ავღანეთში 2014 წლის შემდეგ - როგორც ვარაუდობენ, სამხედროების რიცხვი 9 ან 10 ათასს გაუტოლდება. ამჟამად ავღანეთში 66 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მსახურობს. ყველაზე დიდი რაოდენობა - 100 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი - იქ 2010 წელს იყო.
XS
SM
MD
LG