Accessibility links

logo-print

კერი: ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მოლაპარაკებების დრო იწურება


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ირანს აფრთხილებს, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მოლაპარაკებების გამართვის დრო იწურება. არსებობს ეჭვი, რომ ამ პროგრამის ფასადით ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს. კერი ამ განცხადებით თურქეთში გამოვიდა. კერიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკება არ წარმოადგენს „მუდმივ პროცესს“ და მიანიშნა, რომ აშშ მზად არის სამხედრო ფორმით იმოქმედოს, თუ ირანი უარს იტყვის საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრაზე. კერის განცხადებებს წინ უსწრებდა ყაზახეთში გამართული ორდღიანი საერთაშორისო მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას და რომელიც შაბათს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის გარეშე დასრულდა. ირანმა დაიცვა თავისი უფლება გაამდიდროს ურანი - მოქმედება, რომელიც, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეჭვით, ატომური იარაღის შექმნას ემსახურება. ისრაელის დაზვერვის და სტრატეგიულ საქმეთა მინისტრმა კვირას განაცხადა, მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ირანს „ცალსახა ულტიმატუმი“ უნდა წაუყენონ მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის თაობაზეო.
XS
SM
MD
LG