Accessibility links

logo-print

კერი: თურქეთს ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, თურქეთს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას კერიმ თურქეთს „დინამიკური და ენერგიული“ ქვეყანა უწოდა და განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესისთვის მნიშვნელოვანი იქნება შერიგების ხელშეწყობა მეტოქე პალესტინურ ჯგუფებს, ჰამასსა და ფატაჰს შორის. კერიმ შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აჰმედ დავუთოღლისთან და თურქეთის ოფიციალურ პირებს მოუწოდა გააუმჯობესონ ისრაელთან ურთიერთობა. ორი ქვეყნის ურთიერთობა სამი წლის წინ დაიძაბა - მას შემდეგ, რაც თურქეთის ცხრა მოქალაქე დაიღუპა ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად. თურქეთი პირველი გაჩერებაა ჯონ კერის ათდღიან ტურნეში, რომელიც მოიცავს ახლო აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას. დღეს მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რამალაში ჩავა და პალესტინელთა პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება.
XS
SM
MD
LG