Accessibility links

logo-print

პეკინი „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ზრდის გამო


ჩინეთმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა კორეის ნახევარკუნძულზე მზარდი დაძაბულობის გამო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებსაიტზე განთავსებულ განცხადებაში წერს, რომ ფხენიანში ჩინეთის საელჩო ნორმალურად განაგრძობს მუშაობას. სამინისტრო ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ პირებს მიმართავს თხოვნით უზრუნველყოს დიპლომატების და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება. ჩრდილოეთმა კორეამ პარასკევს დიპლომატებს ფხენიანის დატოვებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მათი უსაფრთხოების გარანტიას ვერ გასცემს. თუმცა, გავრცელებული ცნობებით, საელჩოები, როგორც სჩანს, ამ მოწოდებას რიტორიკულ ნაბიჯად აფასებენ და ჯერჯერობით ადგილზე რჩებიან. ჩრდილოეთ კორეის გულისწყრომა გამოიწვია ახალმა სანქციებმა, რომლებიც მას ბირთვული იარაღის გამოცდისთვის დაუწესეს. ამის გამო ფხენიანი სულ უფრო მკაცრ განცხადებებს აკეთებს გარდაუვალი ომის შესახებ სამხრეთ კორეასთან და აშშ-სთან. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პეკინი „არ დაუშვებს ჩინეთის მეზობლად პრობლემების შექმნას“. ჩინეთი ერთ-ერთია ჩრდილოეთ კორეის სულ რამდენიმე მოკავშირეს შორის.
XS
SM
MD
LG