Accessibility links

logo-print

პატიმრობიდან განთავისუფლებულ უკრაინის ექს-მინისტრს ტიმოშენკოს მონახულება სურს


უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, იური ლუცენკო, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა და ციხე დატოვა, აცხადებს, რომ რაც შეიძლება მალე სურს თავისი მოკავშირის, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს მონახულება. თავის ვებსაიტზე კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ამბობს, რომ შეწყალების ბრძანებას ხელი მოაწერა მას შემდეგ, რაც ამის შესახებ პრეზიდენტს თხოვნით მიმართეს უკრაინის და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ კვაშნევსკიმ და ევროპარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტმა, პატ კოქსმა. საერთო ჯამში შეწყალება 6 პირს შეეხო, მათ შორის გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, გეორგი ფილიპჩუკს. ციხის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა მათგანი უკვე განთავისუფლდა. პრეზიდენტის ბრძანებაში ნახსენები არ არის ტიმოშენკო, რომელსაც შვიდი წლით აქვს მისჯილი პატიმრობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ამ ბრალდებას ტიმოშენკოს მომხრეები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ლუცენკოს პატიმრობა 4 წლით ჰქონდა მისჯილი, გაფლანგვის და უკანონო მოსმენების ბრალდებებით. ევროკავშირის გაფართოების კომისარი, შტეფან ფიულე, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმა და მას უწოდა „შერჩევითი სამართლის პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმული პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი“.
XS
SM
MD
LG