Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა


ჩერნოგორიაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე
ორივე კანდიდატი ამტკიცებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვა. ეუთომ ორივე პოლიტიკოსს მოუწოდა, მისცენ საშუალება საარჩევნო კომისიას დათვალოს და მან გადაწყვიტოს, ვინ მოიპოვა მეტი ხმა. ვარაუდობდნენ, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი, ფილიპ ვუიანოვიჩი შესძლებდა თავისი მეტოქის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, მიოდრაგ ლეკიჩის დამარცხებას. პოლიტიკური ოპოზიცია ლეკიჩის გარშემო იყო გაერთიანებული. როგორც იუწყებიან, ამომრჩევლის აქტივობა არ იყო მაღალი. ვუიანოვიჩი მესამე ხუთწლიანი ვადისთვის იბრძვის. მას ამის უფლება დართო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც დაადგინა, რომ ვუიანოვიჩის მიერ კანდიდატურის წამოყენება არ შედის წინააღმდეგობაში ორი ვადით დაწესებულ ზღვართან, რადგან მან არჩევნებში პირველად მაშინ გაიმარჯვა, როცა ჩერნოგორია ჯერ კიდევ არ იყო სერბიისგან გამოყოფილი და არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ვუიანოვიჩი 58 წლის არის. ის აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში იმუშავებს დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაზე და ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციაზე. როგორც იუწყებიან, ამომრჩევლის აქტივობა არ იყო მაღალი.
XS
SM
MD
LG