Accessibility links

logo-print

მერკელი პუტინს მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ”კარგი შანსის” მიცემისკენ


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიას სურს დაეხმაროს რუსეთს ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და განახლებაში. გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მიმდინარე ვაჭრობის გამოფენაზე მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა ”კარგი შანსი” მისცეს არასამთავრობო ორგანიზაციებს. გერმანიის კანცლერი თვლის, რომ რუსეთის ეკონომიკა ყველაზე უკეთესად აქტიური სამოქალაქო საზოგადოების არსებობის პირობებში განვითარდება: ”ჩვენ უნდა გავააქტიუროთ მსჯელობა, განვავითაროთ იდეები და კარგი შანსი მივცეთ რუსეთში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ცნობილი არიან როგორც ინოვაციის მამოძრავებელი ძალა”. მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკის ხელშეწყობა ახლა დამოკიდებულია ნედლეულის მარაგებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მერკელის ეს განცხადებები მოჰყვა რუსეთში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის - ”კონრად ადენაუერის ფონდისა” და ”ფრიდრიხ ებერტის ფონდის” მოსკოვის ოფისების, შემოწმების კამპანიას. კვირას გერმანიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსებს უფლება აქვთ იცოდნენ რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებიან უცხოეთიდან და ”რისთვის”.
XS
SM
MD
LG