Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი კორეა: ჩრდილოეთი კორეა ემზადება მორიგი ბირთვული გამოცდისთვის


სამხრეთი კორეის ხელისუფლების მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ არსებობს ჩრდილოეთი კორეის მიერ ახალი ბირთვული გამოცდისთვის მზადების ნიშანი. სამხრეთი კორეის მინისტრმა გაერთიანების საკითხებში ორშაბათს საპარლამენტო კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ დეტალებზე ლაპარაკისგან თავს შეიკავებს, რადგან საქმე ეხება კონფიდენციურ, სადაზვერვო ინფორმაციას. ახლახან სამხრეთის კორეის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებმაც განაცხადეს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ ორ მიწისქვეშა ობიექტზე დაასრულა მზადება ბირთვული გამოცდისთვის. ორშაბათს სამხრეთი კორეის ეროვნული უშიშროების უწყების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეის მიერ დიპლომატების გაწვევაც მორიგი ბირთვული გამოცდის ან რაიმე სხვა სახის პროვოკაციისთვის მზადებაზე შეიძლება მიუთითებდეს.
XS
SM
MD
LG