Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ კარზაიმ დაგმო ბავშვების მსხვერპლი ნატოს ოპერაციისას


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი გმობს ავღანეთის აღმოსავლეთში ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად 11 ბავშვის დახოცვას. გავრცელებული ინფორმაციით, შაბათს პაკისტანის მოსაზღვრე კუნარის პროვინციაში თალიბანის წინააღმდეგ განხორციელდა ავღანეთი-ნატოს ერთობლივი ოპერაცია, რომელსაც ბავშვები ემსხვერპლნენ. კარზაიმ დაგმო დასახლებულ ადგილებში ოპერაციების ჩატარება და დაგმო თალიბანი მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენებისთვის. დაღუპული ბავშვების რაოდენობაზე სხვადასხვა ცნობები ვრცელდებოდა, თუმცა, კარზაის ოფისმა განაცხადა, რომ 11 ბავშვი დაიღუპა და 6 ქალი დაიჭრა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ოპერაციის დროს დახოცეს თალიბანის 6 წევრი, მათ შორის - ორი მეთაური.
XS
SM
MD
LG