Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა ჩანს, ჯერ არ აპირებს ბირთვულ გამოცდას


სამხრეთი კორეის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ვერ ადასტურებენ ადრინდელ ცნობას, რომ ჩრდილოეთი კორეა შეიძლება ახალი, მეოთხე ბირვული გამოცდისთვის ემზადებოდეს. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს, ორშაბათის განცხადებით, იმის ნიშანი, რომ ასეთი გამოცდა სულ მალე მოეწყობა, არ შეუნიშნავთ. ეს განცხადება მოჰყვა მალევე სამხრეთი კორეის კაბინეტის მინისტრის ნათქვამს, რომ არის ნიშნები პხენიანის მხრიდან ასეთი მზადებისა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პუნგის პოლიგონზე იყო გარკვეული ქმედებები შენიშნული, თუმცა, ჩანს საქმე გვაქვს „რუტინულ მოქმედებასთან“. ორშაბათს სამხრეთი კორეის ეროვნული უშიშროების უწყების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეის მიერ დიპლომატების გაწვევაც მორიგი ბირთვული გამოცდის ან რაიმე სხვა სახის პროვოკაციისთვის მზადებაზე შეიძლება მიუთითებდეს. ორშაბათს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა გააფრხილა ჩრდილოეთი კორეა, მომავალში „თავი შეიკავოს პროვოკაციური გამოსვლებისგან“.
XS
SM
MD
LG