Accessibility links

logo-print

საქართველოში იმყოფება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია


ევროპის საბჭოსადმი არსებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად საქართველოში იმყოფება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია. კომიტეტის მომხსენებლებმა მიკაელ ასტრუპ იენსენმა და ბორის ცილევიჩსმა შეხვედრები თბილისიდან, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ოფისიდან დაიწყეს, ამ წუთებში კი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდებიან. დღესვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში. მომდევნო 3 დღის განმავლობაში იენსენი და ცილევიჩსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრებიან, თბილისში კი საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობის წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მთავარ პროკურორს და სახალხო დამცველს შეხვდებიან. საქართველოში ვიზიტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები 11 აპრილს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.
XS
SM
MD
LG