Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში უნდა გამოცხადდეს


პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ განკარგულება გასცა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სამშაბათს უნდა გამოცხადდეს სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ღალატის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლომ ეს გადაწყეტილება იურისტების მიერ გაგზავნილი პეტიციის საფუძველზე მიიღო. მისი ავტორები მუშარაფს ადანშაულებენ ქვეყნის კონსტტუციის შეჩერებასა და 2007 წელს მაღალი რანგის მოსამართლებიის უკანონო განთავისუფლებაში. ამ მოვლებების შემდეგ მუშარაფმა თანამდებობა დატოვა 2008 წელს, როცა მას იმპიჩმენტი დაემუქრა. მუშარაფი მარტში დაბრუნდა ნებაყოფლობითი ემიგრაციიდან, რათა ჩაერთოს საყოველთაო არჩევნებში, რომელიც მაისში გაიმართება. მას ბრალად ედება რამდენიმე დანაშაული, მათ შორის ისიც, რომ არ უზრუნველჰყო ყოფილი პრემიერის, ბენაზირ ბჰუტოს სათანადო უსაფრთხოება. ყოფილი პრემიერი ქალი 2007 წელს მოკლეს.
XS
SM
MD
LG