Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წელს ზემოთ შიშველი აქტივისტების პროტესტი გერმანიაში პუტინის ვიზიტისას


წელს ზემოთ შიშველმა აქტივისტემა ქალებმა საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს გერმანიაში, ჰანოვერში, სავაჭრო ბაზრობაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სტუმრობისას. პუტინი ბაზრობას კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად ეწვია. უკრაინის მოძრაობა ფემენის წარმომადგენლები გაჰყვიროდნენ ლოზუნგებს ინგლისურ ენაზე. პრესკონფრენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ მას აქცია მოეწონა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბაზრობის გახსნისას თქვა, რომ რუსეთმა უნდა წაახალისოს სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩათვლით. გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობაში უარყოფითი როლი ითამაშა რუსეთში გერმანიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნამ. რუსეთის პრეზიდენტი დღესვე ჩავიდა ნიდერლანდში, სადაც ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველები გეგმავდნენ საპროტესტო გამოსვლას რუსეთში სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევის გამო.
XS
SM
MD
LG