Accessibility links

სერბია უარს ამბობს კოსოვოს საკითხზე შეთავაზებულ გეგმაზე


სერბიის მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით მომზადებულ გეგმაზე, რომელიც კოსოვოსთან ბელგრადის ურთიერთობის ნორმალიზებას ითვალისწინებს. სერბიის პრემიერ-მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა დღეს უთხრა ჟურნალისტებს, რომ მთავრობისთვის მიუღებელია პრინციპები, რომლებიც სიტყვიერად წარმოადგინა ბრიუსელის დელეგაციამ, რადგან მისი გეგმა ვერ უზრუნველყოფს კოსოვოში მყოფი სერბების სრულ უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებათა დაცვას. მოსალოდნელია, რომ ამ საკითხზე ორივე მხარე სამშაბათს გასცემს საბოლოო პასუხს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერს, კეტრინ ეშტონს. ევროკავშირი აცხადებს, რომ გაწევრიანების საკითხზე სერბიასთან მოლაპარაკების დაწყება დამოკიდებულია პროგრესზე კოსოვოსთან ბელგრადის ურთიერთობის ნორმალიზების მხრივ. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა, რომელსაც ბელგრადი არ ცნობს.
XS
SM
MD
LG