Accessibility links

გარდაიცვალა რუსი ჟურნალისტი, რომელსაც თავს დაესხნენ 2008 წელს


გარდაიცვალა რუსი ჟურნალისტი მიხაილ ბეკეტოვი, რომელსაც მძიმე ტრავმა ჰქონდა მიღებული 2008 წელს მასზე თავდასხმისას. ის 55 წლის იყო. ბეკეტოვის ადვოკატმა, სტალინა გურევიჩმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი კლიენტი მოსკოვთან მდებარე ქალაქ ხიმკიში გარდაიცვალა. ბეკეტოვი ხიმკის გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო - მან ახადა ფარდა კორუფციულ გარიგებას ხიმკის ტყეში ავტოტრასის გაყვანის სადავო გეგმის გარშემო. 2008 წელს ბეკეტოვს სასტიკად სცემეს თავისსავე სახლთან. მიღებული ტრავმის შედეგად ის ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა და მეტყველების უნარი წაერთვა. 2010 წელს ხიმკის სასამართლომ ბეკეტოვი დამნაშავედ სცნო ქალაქის მერის მიმართ ცილისწამებაში ბრალდების საფუძველზე. ჟურნალისტზე მოძალადეების ვინაობა დაუდგენელი რჩება.
XS
SM
MD
LG