Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის გადადებული ღონისძიებები თურქეთში დღეს გაიმართება


საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა დღეს ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავცრელებს. ძალაში რჩება ის ღონისძიებებიც, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დაშავების გამო გუშინ ვერ ჩატარდა. საქართველოს პრეზიდენტს მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა და სტამბულის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშისას დაშავდა. საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში სამუშაო ვიზიტით 6 აპრილს გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG