ქართული მხარე თურქეთს იშხანში მიმდინარე სამუშაოების დროებით შეჩერებას სთხოვს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თურქულ მხარესთან შესაბამის შუამდგომლობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს. სამინისტროსვე ინფორმაციით იშხნის ტაძარზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების ადგილზე გასაცნობად ტაო-კლარჯეთში დელეგაცია გაემგზავრება. დელეგაციას მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი უხელმძღვანელებს.
ყველაზე პოპულარული
1