Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა ევაკუაციისაკენ მოუწოდებს სამხრეთში მყოფ უცხოელებს


ჩრდილოეთი კორეა ევაკუაციისაკენ მოუწოდებს სამხრეთ კორეაში მყოფ უცხოელებს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ, ომის შემთხვევაში, ფხენიანს არ სურს, რომ სამხრეთ კორეში მცხოვრები უცხოელები დაზარალდნენ. გასულ კვირაში ჩრდილოეთმა კორეამ საშუალო რადიუსში მოქმედი, სულ ცოტა, ერთი რაკეტა განათავსა თავის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ასევე გასულ კვირაში ფხენიანმა განაცხადა, რომ ვერ უზრუნველყოფს ჩრდილოეთ კორეაში უცხოეთის საელჩოების თანამშრომლების უსაფრთხოებას და მათ ევაკუაციას ურჩევს. ფხენიანის მუქარის საპასუხოდ, იაპონიამ დღეს ტოკიოს გარშემო განათავსა "პეტრიოტის" ტიპის გადამტაცი რაკეტები.
XS
SM
MD
LG