Accessibility links

ირანში გახსნეს ურანის ორი ახალი მაღარო და საწარმოებელი კომპლექსი


ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „ირნას“ ცნობით, ქვეყანაში გაიხსნა ურანის ორი ახალი მაღარო და ახალი კომპლექსი ურანის საწარმოებლად. „ირნა“ იუწყება, რომ სამშაბათიდან ამოქმედდა ურანის მაღაროები „საღანდ“ 1 და 2, რომლებიც ცენტრალურ ირანში, იაზდის პროვინციაში მდებარეობს. ამავე პროვინციაში ამოქმედდა ურანის მწარმოებელი „შაჰიდ რეზაეინეჯადის“ კომპლექსი, რომელსაც შეუძლია წელიწადში 60 ტონა ურანის ოქსიდის დამზადება - ეს ნივთიერება მიჩნეულია შუალედურ ნაბიჯად ბირთვული საწვავის დამზადების გზაზე. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის დამზადებას ემსახურება. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG