Accessibility links

logo-print

შეიარაღებულმა პირმა სერბიაში 13 ადამიანი დახოცა


შეიარაღებულმა პირმა სერბიაში 13 ადამიანი მოკლა, მათ შორის ჩვილი ბავშვი. პოლიციის ცნობით, 60 წლის მამაკაცმა ოჯახის წევრები და მეზობლები დახოცა სოფელ ველიკა ივანკაში, რომელიც ბელგრადის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 50 კილომეტრში მდებარეობს. ამ ცნობით, უმრავლესობა მოკლულია ძილში, თავში გასროლით. შეიარაღებულმა პირმა თავის მოკვლაც სცადა. ის დაჭრილია, ცნობების თანახმად, მძიმე მდგომარეობაში. დაჭრილები არიან აგრეთვე მისი ცოლი და კიდევ ერთი ადამიანი. სერბიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო მდგომარეობათა დეპარტამენტის უფროსის, მილორად ველიოვიჩის განცხადებით, თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.
XS
SM
MD
LG