Accessibility links

აშშ და ისრაელი ირანს აფრთხილებენ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით


აშშ და ისრაელი ირანს აფრთხილებენ, რომ არ დაუშვებენ მის ხელში ბირთვული იარაღის ჩავარდნას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან იერუსალიმში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თეირანთან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოლაპარაკება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. „ირანს არ შეიძლება ჰქონდეს და არც ექნება ბირთვული იარაღი და შეერთებულმა შტატებმა გარკვევით განაცხადა, რომ ჩვენ მხარში ვუდგავართ არა მარტო ისრაელს, არამედ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას, როცა ვაცხადებთ, რომ ჩვენი განზრახვა სერიოზულია. ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებისათვის, მაგრამ ეს არ არის ... დაუსრულებელი მოლაპარაკება,“ - განაცხადა კერიმ. მან და ნეთანიაჰუმ პირობა დადეს, რომ მიმართავენ ახალ ზომებს, რათა მიაღწიონ ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო პროცესის განახლებას. პროცესი 2010 წლის სექტემბერში შეწყდა. ჯონ კერი დღეს ლონდონში ჩადის, "დიდი რვიანის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
XS
SM
MD
LG