Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი: მარგარეტ თეტჩერმა დიდ ბრიტანეთს ახალი სიცოცხლე შთაბერა


დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ თეტჩერის გარდაცვალების გამო საქართველოს პრეზიდენტმა ფეისბუკით განცხადება გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მარგარეტ თეტჩერმა დიდ ბრიტანეთს ახალი სიცოცხლე შთაბერა იმით, რომ არ შეეგუა დამარცხებას და კონფორმიზმის სტერეოტიპებს, არ წამოეგო პოპულისტურ ცდუნებებს და პრაქტიკულად, ახალი მენტალიტეტი ჩამოაყალიბა თავის ქვეყანასა და ევროპაში. ”არასოდეს დამავიწყდება თუ რა მითხრა მან ჩვენ ბოლო შეხვედრაზე, ლონდონის სასტუმრო "რიცში" - თქვენ საქართველოში აკეთებთ ყველაფერ იმას, რისი გაკეთებაც მე ბრიტანეთში მინდოდა და ბოლომდე ვერ მივიყვანე", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ფრაზა „ბოლომდე ვერ მივიყვანე,“ რომელიც თეტჩერმა საკუთარი ქვეყნის მიმართ წარმოთქვა, არასდროს ექნება გამოსაყენებელი საქართველოს მისამართით.
XS
SM
MD
LG