Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


თბილისში იმყოფება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მაია ფანჯიკიძემ და კარელ შვარცენბერგმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავის აღსანიშნავად ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე კარელ შვარცენბერგმა განაცხადა, რომ ჩეხეთი ხედავს საქართველოს განვითარებას მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი გამოხატავს წუხილს სხვადასხვა საკითხის გამო და დასძინა, რომ იგივე პრობლემებია სხვა ქვეყნებშიც. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ხვალინდელ ერთობლივ ბიზნესფორუმში მონაწილეობისთვის საქართველოში იმყოფება ჩეხ ბიზნესმენთა დელეგაცია, რომელსაც ქვეყნის საინვენსტიციო შესაძლებლობები და ქართული პროდუქტის იმპორტის საკითხები აინტერესებს. პრესკონფერენციაზე კარელ შვარცენბერგმა ისაუბრა ჩეხეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზეც და აღნიშნა, რომ საქართველომ მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან კონტაქტები უნდა შეინარჩუნოს პირადი ურთიერთობის და ბიზნესის დონეზე. "რთულია როდესაც შენი ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ზოგჯერ წლები უნდა ელოდო, სანამ გაიხსნება შესაძლებობების ფანჯარა და ასეთი დრო აუცილებალდ დადგება”, - განაცხადა შვარცენბერგმა. მისივე თქმით, ჩეხეთი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ იშუამავლოს საქართველოსა და რუსეთს შორის, რადგან რუსეთი პატივს სცემს მხოლოდ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მასზე დიდია.
XS
SM
MD
LG